jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მძღოლ-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ალფა
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "ალფა", რომელიც წარმოადგენს პირველადი მოხმარების პროდუქტის ცნობილი ბრენდების (ბარაქა, ივერია) დისტრიბუტორს საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ქ.თბილისში მძღოლ-დისტრიბუტორის თანამდებობაზე.

კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:

** ხელფასი 1700-2500 ლარამდე
** ფიქსირებულ ანაზღაურებას დამატებული გამომუშავებული ბონუსი
** მდებარეობა: თბილისი
** დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

აუცილებელი მოთხოვნები:

მართვის მოწმობა B, (c) კატეგორია.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** მძღოლ დისტრიბუტორად მუშაობის მინ. ერთწლიანი გამოცდილება
** გუნდურობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი

მოვალეობები:

** მოახდინოს საწყობიდან შეკვეთილი პროდუქციის ჩატვირთვის კონტროლი;
** უზრუნველყოს შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტისთვის;
** ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი;
** უზრუნველყოს პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dato@alfaltd.ge

დედლაინი: 15 ოქტომბერი, 2024

საკონტაქტო ტელეფონი: 555715577



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |