jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საწარმოო პროცესების მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 11 ოქტომბერი

კომპანია "ელთიბი" ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერი იმპორტიორი კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწარმოო პროცესების მხარდაჭერის სპეციალისტის თანამდებობაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "ელთიბი" - ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ლოკაცია: ავჭალა, (ხელოსნების ქალაქი) ლაზოს ქ. #1

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების მონიტორინგი მისი მიღებიდან საბოლოო პროდუქტის დამზადებამდე, როგორც დოკუმენტურად ასევე ფიზიკური დათვალიერებით, დეტალების შერჩევითი აზომვითა და ვადების დაცვის თვალსაზრისით
** დაკვეთების შესრულების განსაზღვრული ვადების მიხედვით ნედლეულის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა
** ახალი საწარმოო სერვისების და პროდუქტების დანერგვის და ფუნქციონირების ხელშეწყობა აღრიცხვის კუთხით
** დამზადებული პროდუქციის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, ჩარიცხული ავანსის მონიტორინგი, სასაქონლო ზედნადების ატვირთვა და დღის ბოლოს დღის დახურვა;
** არსებულ პროდუქტებზე სტატისტიკის წარმოება აღრიცხული ვადების შესაბამისობის დადგენის მიზნით
** მომხმარებლის მიღება და სამღებრო მომსახურებასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა
** საწარმოს თანამშრომელთა სრული მხარდაჭერა ადმინისტრაციული კუთხით: მათ შორის შვებულებების, ბიულეტინის და აშ მიმართულებით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** 1 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ თანამდებობაზე
** MS office, ERP

კომპეტენციები:

** დაგეგმვა და ორგანიზება
** ეფექტური კომუნიკაცია
** პროდუქტიულობა
** ლოგიკური აზროვნება
** ხედვა/სტრატეგიული აზროვნება

სამუშო პირობები: სამუშაო გრაფიკი - 5 დღე, დასვენება - შაბათი- კვირა

კომპანია გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off)
** თიმბილდინგი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწარმოო პროცესების მხარდაჭერის სპეციალისტის. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია "ელთიბი"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. გისურვებთ წარმატებას.

"ელთიბი" - კომპანია, სადაც შენი შესაძლებლობები ყოველდღე იზრდება!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |