jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დირექტორის მოადგილე
მომწოდებელი: ვიქტორია 98
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 11 ოქტომბერი

შპს "ვიქტორია 98" საქართველოს ბაზარზე 1996 წლიდან არსებობს და წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის მსოფლიოში წამყვან ევროპულ ბრენდებს. ჩვენ, პირველად საქართველოში, ქართველ მომხმარებელს შევთავაზეთ ისეთი პრემიალური ბრენდების ფართო არჩევანი, როგორიცაა: Kenzo, Roy Robson, Van Laack, Daniel Hechter, Fynch Hatton, Hiltl, Seiden Sticker. აღნიშნული ბრენდები დღეს უკვე წარმოდგენილია ჩვენს მულტი-ბრენდ მაღაზიაში: "ჯენტლმენი" და "გარდერობი" თბილისსა და ბათუმში.

"ვიქტორია98", ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ისეთ საერთაშორისოდ აღიარებული და ცნობილი ბრენდების, როგორიცაა "ერმენეჯილდო ზენია", "ჰუგო ბოსი" და "პოლ & შარკი".

ჩვენი მიზანია, მომხმარებლების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და საუკეთესო პროდუქციის შეთავაზება.

შპს `ვიქტორია-98` აცხადებს ვაკანსიას დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ატენის ქუჩა 6/8
ანაზღაურება: გამოსაცდელი პერიოდი 6 თვე - 4000 ლარი, შემდეგ 5000 ლარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლებისთვის სამუშაოს სწორად დაგეგმვის, გადანაწილების და შესრულების კოორდინაცია;
** გაყიდვების შედეგების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
** მომსახურების სტანდარტების დაცვა, კონტროლი და მის გაუმჯობესებაზე მუშაობა;
** საჭირო კადრებით დაკომპლექტებაში მონაწილეობის მიღება;
** უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაცია;
** მაღაზიების რეალიზაციის სტატისტიკის წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, საქმესთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** • უმაღლესი განათლება;
• გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მენეჯერის პოზიციაზე;
** ინგლისური ენის ცოდნა ;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, Outlook);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდის მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სწრაფად რეაგირების უნარი;
** ყურადღებიანი;
** კეთილსინდისიერი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy7vacancy@gmail.com; და info@victoria98.com.ge;
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დირექტორის მოადგილე"

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |