სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 600-მდე სავაჭრო ფილიალს მართავს.
"ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 23 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 8000-ზე მეტნი ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.
თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.
სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ცენტრალური საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სამგორი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობში მიღებული პროდუქციის პროგრამული ასახვა;
** სავაჭრო ობიექტების შეკვეთის მიხედვით საქონლის ანგარიშ-ფაქტურების მომზადება;
** პროდუქციის მოძრაობის აღრიცხვა;
** მაღაზიის შეკვეთების მიხევდით ზედნადების მომზადება;
** მიღებული მონაცემების rs.ge - ზე ატვირთვა და გააქტიურება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია პროგრამა APEX-ის ცოდნა;
** Ms Office-ის ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება სს "ნიკორა ტრეიდისა" ს/კ 206255808 და უფლებამოსილი პირის - შპს "თი.დი.ჯი კონსალტინგის" ს/კ 405123049 (რეგისტრირებული მისამართი: თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ქუჩიშვილის ქ., N 18, სართული 1, საოფისე ფართი N2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელფოსტაზე info@nikoratrade.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს "ნიკორა ტრეიდის" ს/კ 206255808 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - staff@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ცენტრალური საწყობის ოპერატორი".
გისურვებთ წარმატებას!