კომპანია "ქარსფეისი-Carspace" ავტოიმპორტი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
თუ გიყვარს გაყიდვები და ავტომობილები მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა.
"ქარსფეისი" 4 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ჩამოყვანილი ჰყავს უკვე 10 000 ზე მეტი ავტომობილი ამერიკიდან.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლების მოზიდვა და მათი საჭიროებების ანალიზი;
** მომხმარებლების ბაზის მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაცია;
** მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად მათთვის სასურველი ავტომობილის მოძიება, მსოფლიოს წამყვან სააუქციონო ბაზრებზე;
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
** გაყიდვების ზრდა;
** ყოველკვირეული, ყოველთვიური და კვარტალური რეპორტების შექმნა/წარდგენა;
** კონკურენტი კომპანიების ანალიზი,
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ავტო იმპორტის ბაზრის სპეციფიკის საფუძვლიანი ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, PowerPoint Outlook);
** გაყიდვების პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
** მნიშვნელოვანია გამოცდილება სატელეფონო გაყიდვების მართვაში;
** მოქნილობა, ოპერატიულობა, დისციპლინა და ყურადღება დეტალების მიმართ;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის მიღების და დამუშავების უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
პირობები:
** კონტრაქტის ხანგრძლივობა: 1 წელი; გამოსაცდელი პერიოდი: სამი თვე.
** შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 19.
სამუშაო განაკვეთი: სრული
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@carspace.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".