jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Hyundai Limo Service
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

"Limo Service" მაღალი კლასის ტრანსპორტირების სერვისია, რომელიც სთავაზობს B2B, B2C და B2B2C -ის უახლესი ავტომობილებითა და მძღოლით მომსახურებას საქართველოს მასშტაბით.

"Hyundai Limo Service" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: 10:00-18:00
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა

მისამართი: თბილისი-რუსთავის გზატკეცილი, ჰიუნდაის ავტო ცენტრი.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, ახალი ბიზნეს შესაძლებლობების, პარტნიორების იდენტიფიცირება;
** გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებით სტრატეგიის შემუშავება, რეალიზაციის გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმის შესრულების მენეჯმენტი;
** ბაზრის ტენდენციების მოკვლევა, კონკურენტის პროდუქტის, ფასისა და ყველა სეზონზე მომხმარებლის მოთხოვნების ცოდნა და კონკურენტული აქტივობების წარმართვა;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება;
** კლიენტების მოთხოვნების შესაბამისად მათთვის პრეზენტაციის ჩატარება;
** მხარეებთან მოლაპარაკებების წარმოება, მედიაცია, ხელშეკრულებების გაფორმების უზრუნველყოფა
** კორპორატიულ კლიენტებთან, ტურისტულ სააგენტოებთან, სასტუმროებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ახალი ბიზნეს შესაძლებლობების განვითარება და განხორციელების მონიტორინგი;
** ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება;
** ბაზრის კვლევა, გაყიდვების არხების ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** რეგიონში არსებულ პოტენციურ კლიენტებთან სამუშაო ვიზიტები საჭიროებისამებრ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასტუმროს ან დაახლოებულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

დამატებითი სარგებელი:

** კონკურენტული ანაზღაურება;
** დაზღვევა;
** სერვისზე სპეც. პირობები თანამშრომლებისათვის;
** საბონუსე სისტემა

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე 16 სექტემბრამდე შემდეგ ელ-ფოსტაზე: sale@limoservice.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |