კომპანია "რებილდი" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას რომელიც 2013 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - სამშენებლო პროექტების მენეჯერს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მშენებლობის სამუშაოების პროცესების სრული მართვა და კონტროლი;
** ხარჯთაღრიცხვების, ფორმა 2-ების და ხაზობრივ ფინანსური გეგმა გრაფიკის და სხვა დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** პროექტის დაგეგმილ ბიუჯეტსა და ვადებში დასრულების კონტროლი;
** პროექტის რისკების დროული იდენტიფიკაცია და მართვა;
** პროექტის მიმდინარეობის და შედეგების შესახებ რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება მშენებლობის მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** სამშენებლო პროექტების მართვის პრინციპების ცოდნა და მართვის გამოცდილება;
** დროის ეფექტური მენეჯმენტი, დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (მათ შორის MS PROJECT);
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** თანაგუნდელებთან მაღალი დონის კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** მზარდ კომპანიას დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას.
პირობები:
სამუშაო საათები: 10:00-18:00
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
ოფისის მისამართია - კოტე მახარაძის 4, ხოლო ობიექტები მდებარეობს რეგიონებში
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: hr.rebuild1@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.