jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი/ტურ ოპერატორი
მომწოდებელი: Travel Door Georgia
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

ტურისტული კომპანია "Travel Door Georgia" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის/ტურ ოპერატორის პოზიციაზე.

"Travel Door Georgia" არის ტურისტული სააგენტო, რომელიც დაარსდა თბილისში 2017 წლის მარტში. ჩვენ ვთავაზობთ ტურისტულ მომსახურებას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გარშემო.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ცოტნე დადიანის 7, ქარვასლას შენობა

ძირითადი მოვალეობები:

** ტურ პაკეტების შედგენა
** ტურ პაკეტების გაყიდვა
** გაყიდული ტურების სასტუმროს რეზერვაციების განხორციელება
** ინვოისების, დაზღვევების, ტურის ვაუჩერების და გადახდების წარმოება
** კონკურენტი კომპანიების ტურების ფასების მონიტორინგი
** სავარაუდო შეკვეთების ჯავშნის სტატუსების განახლება და მონიტორინგი
** მენეჯერის მიერ დაკისრებული შესაბამისი დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი
** ინგლისური ენის ცოდნა
** MS Office-ის ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს

გრაფიკი: კვირაში 5 სრული დღე + მეექვსე დღის ნახევარი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ. ფოსტაზე hr@traveldoor.ge.

კომპანია " Travel Door Georgia" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |