jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: IBCCS Georgia
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

"IBCCS Georgia" ეძებს გუნდის ახალ წევრს იურისტის პოზიციაზე.

კომპანია "IBCCS Georgia" არის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სთავაზობს ბიზნესს, იურიდიულ, საგადასახადო, ბუღალტრულ და ბიზნესთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებას. "IBCCS Georgia" მომსახურებას უწევს როგორც უცხოურ, ასევე საქართველოში ოპერირებად კომპანიებს. "IBCCS Georgia" ოფისები აქვს ასევე კვიპროსში (ლიმასოლი), ესტონეთსა (ტალინი) და სომხეთში (ერევანი).

გამოსაცდელი ვადა: 6 (ექვსი) თვე.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
** სამოქალაქო სამართლის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენების B2 დონეზე ცოდნა;
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცევა Microsoft Word-ის ფუნქციონალების საფუძვლიან ცოდნას);
** მაგისტრის ხარისხი კერძო სამართლის მიმართულებით ან/და ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სპეციალიზაციის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;

მოვალეობები:

** კლიენტებისათვის პორტფელის მართვა უფროს იურისტთან ერთად;
** კლიენტებისათვის კონსულტაციების გაწევა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით;
** ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება /რევიზია;
** საპროცესო დოკუმენტების შედგენა და დავების პორტფოლიოს კონტროლი;
** კლიენტების სამართლებრივი გამოწვევების შეფასება და იურიდიული ანალიზის/სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** პირადი პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** სკულპულოზური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;

ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე.
სამუშაო გრაფიკი: 09:00-10:30 საათიდან 18:00-19:30 საათამდე შუალედში, ორშაბათიდან პარასკევი დღის ჩათვლით.

თუ შენც გვეძებ გადმოაგზავნე რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: career@ibccs.tax. ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ - იურისტი.

განცხადებები მიიღება არაუგვიანეს 2024 წლის 15 ოქტომბრისა.

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 5 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.
ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში და ვაღიარებთ პირთა თანასწორობის უფლებას.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |