jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: HPM
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი კომპანია "HPM", რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ჩვენი მიზანია:

** შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
** განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;

ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.

ამჟამად კომანია "HPM"-ში ჩვენ ვეძებთ საწყობის მენეჯერს სასტუმროების მიმართულებით და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ, მოქნილ, სამართლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:

** მართვაში მყოფი კომპანიების საწყობებთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
** კომპანიების საწყობების, ინვენტარისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის ჩატარება განსაზღვრული პერიოდულობით;
** ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისებისა და ზედმეტობების მიზეზის მოკვლევა;
** კონტროლების დაწესება და აღსრულების უზრუნველყოფა მარაგების, ინვენტარისა და ძირითადი საშუალებების პროცესებთან შესაბამისობაში;
** ძირითად საწყობში პროდუქციის მიღება, განთავსების და გაშვების სრული პროცესის მართვა;
** ძირითად საწყობში შემოსული პროდუქციის აღწერა, ხარისხის შემოწმება და დასაწყობება;
** ძირითადი საწყობის აღრიცხვა და საწყობის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** შესაბამისი ანგარიშგებისა და დოკუმენტების წარმოება; დასაწყობებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შენახვა, მიღებისა და გაცემის საბუთების გაფორმება;
** მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება;
** დანაკლისისა და ზედმეტი პროდუქციის არსებობის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სამსახურისთვის;
** აღჭურვილობისა და ინვენტარის მდგომარეობის მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აღნიშნულ პოზიციაზე ან დაახლოებულ სფეროში სამუშაო გამოცდილება აუცილებელია

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "საწყობის მენეჯერი."

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |