სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო დოკუმენტაციის ანაზღაურების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N1
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-15:00 ან 15:00-09:00. არ არის ფიქსირებული, მხოლოდ რომელიმე ერთი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** დაზღვეულის მიერ ელექტრონულად გამოგზავნილი დოკუმენტაციის განხილვა;
** საჭიროების შემთხვევაში კლინიკიდან დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვა;
** წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ხარჯის ანაზღაურება;
** დაზღვეულებისათვის ინფორმაციის მიწოდება ანაზღაურებული ან/და დაუარებული თანხის, დაზღვევის პირობებისა და მომსახურების მიღების გზების შესახებ.
განათლება:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** ინგლისური ენის ცოდნა (B1-B2) (საუბარი, წერა)
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) გაგვიზიარეთ ელ. ფოსტაზე: Career@ardi.ge-ზე, გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "სამედიცინო დოკუმენტაციის ანაზღაურების მენეჯერი"
სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;
ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.