jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: BI დეველოპერი
მომწოდებელი: ამბოლი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 27 სექტემბერი

შპს "ამბოლი" წარმოადგენს Georgia Capital PLC (https://georgiacapital.ge) ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge, www.facebook.com/amboli.ge

კომპანია "ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას BI დეველოპერის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: ანა პოლიტკოვსკაიას 14ა.

ძირითადი მოვალეობები:

** Power BI-ში ბიზნესის საჭიროებების მიხედვით მონაცემთა მოდელების აგება და მათზე დაყრდნობით ავტომატურად განახლებადი რეპორტებისა და Dashboard-ების აწყობა;
** არსებული რეპორტების განვითარება, ახალი მახასიათებლების დამატება და მუდმივი კონტროლი;
** Data Warehouse-ის განვითარება;
** დაინტერესებული მხარეების დამუშავებული ინფორმაციით უზრუნველყოფა დროულად და რეგულარულად;
** პლატფორმის მომხმარებელთა მენეჯმენტი;
** ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით კრიტიკული საკითხების სიღრმისეულად გაანალიზება, შეხვედრების ორგანიზება, დაინტერესებული მხარეებისათვის ინსაითების გაზიარება და სტრატეგიული ბიზნეს გადაწყვეტილებების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** დადგენილი ფორმით და პერიოდულობით რეპორტინგი მენეჯერთან; ასევე პრობლემური სიტუაციებისა და ქეისების მენეჯერისათვის გაცნობა;
** კომპანიის სტრატეგიასთან დაკავშირებული ანალიტიკური პრეზენტაციების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, ინფორმაციული სისტემების ან დაკავშირებული სფეროების მიმართულებით;
** მონაცემთა ანალიზის ან/და ფინანსური ანალიზის მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** Excel-ის, Power BI-ისა და SQL-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნებისა და მათემატიკური უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობის უნარი;
** პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** კოლეგიალურობა;
** პრობლემის იდენტიფიკაციისა და დამოუკიდებლად მოგვარების უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge 2024 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - BI დეველოპერი.

გატყობინებთ, რომ თქვენ მიერ კომპანია "ამბოლისთვის" მიწოდებული პირადი სახის ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია "ამბოლი", როგორც თქვენ პერსონალურ მონაცემებს ასევე განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს დაამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შრომითი ვალდებულებებისა და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და დასაქმებულის შრომითი უნარების შესაფასებლად შემდგომი სამი წლის განმავლობაში."



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |