jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: ფავორიტი სტილი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

"ფავორიტი სტილი" ყველაზე მსხვილი პოლიგრაფიული საწარმოა ამიერკავკასიაში. კომპანია 30 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ფავორიტი სტილის მრავალფეროვანი მომსახურების არეალი ხელს უწყობს მეტი სამუშაო ადგილის შექმნას და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას.

ფავორიტი სტილის პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნაა. კორპორატიული კულტურის განვითარებით იწყება წარმატების ისტორია.
შემოგვიერთდი და ერთად შევქმნათ წარმატების ისტორია!

კომპანია "ფავორიტი სტილი" ეძებს გუნდის ახალ წევრს ტექნიკოსის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს და მხარდაჭერას განვითარების ყველა ეტაპზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: აფრიკა, ა.ენუქიძის #5

ფუნქცია-მოვალეობები:

** დანადგარის ტექნიკური შემოწმება;
** ექსპლუატაცია;
** შესაბამისი სარემონტო სამუშაოების ჩატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია დანადგარებთან და მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება.

დამატებითი ბენეფიტები:

** კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი;
** 50%-იან ფასდაკლება კვებაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ანაზღაურებად დეკრეტული შვებულება;
** Fitpass სარგებლობის შესაძლებლობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV)ელექტრონულ მისამართზე: vacancy@phfavorite.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ფავორიტი სტილი" მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს "ფავორიტი სტილ" -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში თუ გსურთ, თქვენი კანდიდატურა განვიხილოთ სხვა ვაკანტურ პოზიციაზე ან/და თქვენი რეზიუმე იმავე ან მსგავსი ვაკანტური პოზიციისთვის განიხილოს სხვა დამსაქმებელმა, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@phfavorite.ge.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |