"ტრეიდ ფაქტორი" არის სავაჭრო კომპანია, განსხვავებული ბიზნეს მოდელით, რომელიც არ მოითხოვს საწყობისა და მარაგების მართვას. მომწოდებლისგან პროდუქციის მიწოდება ხდება პირდაპირ საბოლოო მყიდველზე.
შპს "ტრეიდ ფაქტორი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ.თბილისი
მისამართი: ჭავჭავაძის 72 ა, ბიზნეს ცენტრი "ვაკე პლაზა"
პოზიცია: გაყიდვების მენეჯერი
სამუშაო განაკვეთი: სრული (40 საათიანი სამუშაო კვირა)
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (10:00-19:00)
ხელფასი: 1000 ლარი + ბონუსი (1000-1500 ლარი)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლების მოზიდვის მიზნით, სატელეფონო შეთავაზებების განხორციელება;
** მომხმარებელთა მონაცემთა ბაზის შესწავლა და ინდივიდუალური მიდგომების შემუშავება;
** დაწესებული გეგმის შესრულება;
** მომხმარებელთა მოთხოვნების შესწავლა და ანალიზი;
** განხორციელებული გაყიდვების შესახებ ყოველდღიური ანგარიშის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგებსა და განვითარებაზე ორიენტირებული;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
კომპანია გთავაზობთ:
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მუდმივი განვითარების პერსპექტივას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
კანდიდატების შერჩევა მოხდება ინდივიდუალური გასაუბრებით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, 20 ოქტომბრის ჩათვლით, რეზიუმეები გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: hello@tradefactor.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება- გაყიდვების მენეჯერი.
გისურვებთ წარმატებას!