jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: ფოთი ტრანსტერმინალი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 27 სექტემბერი

"ფოთი ტრანსტერმინალი" მართავს კომპანიას, რომლის ძირითადი საქმიანობაც საკონტეინერო ტვირთების მიღება, დამუშავება და სხვა შესაბამისი პროცედურების წარმოებაა მულტიმოდალურ საკონტეინერო ტერმინალზე ქალაქ ფოთში. სტრატეგიული მდებარეობა, უახლესი ტექნოლოგიური აღჭურვილობა და მაღალკვალიფიციური გუნდი საშუალებას გვაძლევს, დიდი წვლილი შევიტანოთ ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტების გაძლიერებასა და მულტიმოდალური გადაზიდვებისა და ოპერაციების ეფექტურობის ამაღლებაში.

ვაკანსიის აღწერა:

პოზიცია: იურისტი
ადგილმდებარეობა: ფოთი
სამუშაო საათები: სტანდარტული, სრული განაკვეთი
სახელფასო სარგო: შეთანხმებით, კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე.

"ფოთი ტრნსტერმინალი" თანამშრომლებს სთავაზობს საინტერესო და სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მუდმივი განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

ძირითადი მოვალეობები, რომლებსაც ამ პოზიციაზე დასაქმებულ თანამშრომელი შესარულებს:

** სამსახურში წარმოდგენილი დოკუმენტაციის სამართლებრივი ანალიზი;
** სამართლებრივი ხასიათის რეკომენდაციების გაწევა და საჭიროებისამებრ იურიდიული დასკვნების მომზადება;
** კომპანიის მიერ გაცემული მინდობილობის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლობა საერთო სასამართლოებში, სამართალდამცავ და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში, მესამე პირებთან ურთიერთობებში და მოლაპარაკებებში;
** სამსახურის მიერ სასამართლოში წარსადგენი საპროცესო დოკუმენტაციის (სარჩელი, შუამდგომლობა, შესაგებელი, საჩივარი და ა.შ) მომზადება და კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში მათი წარდგენა სასამართლოში;
** კომერციული და სხვა სახის ხელშეკრულებების მომზადება და სამართლებრივი ანალიზი;
** საკანონმდებლო ცვლილებების კონტროლი;
** კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, კომპანიის რისკების განსაზღვრა;
** დადგენილებების, ხელშეკრულებების, წერილების პროექტების მომზადება, აღსრულების მიზნით, თანმდევი პროცედურების მონიტორინგი;
** ინსტრუქციების, წესების და კომპანიის სხვა შიდა კორპორატიული აქტების პროექტების შემუშავება, მათში ცვლილებების შეტანა, ტექნიკური შეცდომების გასწორება, მათი შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან;
** კომპანიის სხვადასხვა კომისიებში მონაწილეობის მიღება;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, მათ შორის, ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე, კომპეტენციის ფარგლებში, დროებით დაკისრებული მოვალეობის შესრულება;
** სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა, მათი ძირითადი საქმიანობის ხარისხიანად წარმართვის მიზნით;
** შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნორმების დაცვა;
** შრომის შინაგანაწესის, ეთიკის კოდექსისა და სხვა შიდა კორპორატიული აქტების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:

** განათლება: უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
** სამუშაო გამოცდილება: იურიდიულ სფეროში მუშობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება (სასურველია სასამართლო ორგანოებში წარმომადგენლობის გამოცდილება);

აუცილებელი ცოდნა:

** სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობა;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე-კომპიუტერული პროგრამები (Word, Excel)

შერჩევის ეტაპები მოიცავს:

** CV-ების საფუძველზე კანდიდატების მოკლე სიის შედგენას;
** გაცნობითი ხასიათის შეხვედრას (შესაძლოა ONLINE ან ადგილზე);
** გასაუბრება მმართველ ორგანოსთან, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს პრაქტიკულ დავალებასაც (ამის შესახებ წინასწარ გეცნობებათ).

როგორ მოგვმართოთ:

თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით, ასევე თუ თვლით, რომ ხართ:

** მოტივირებული
** სიახლეებისა და გამოწვევებისადმი ღია
** დეტალებზე ორიენტირებული
** შრომისმოყვარე

ამასთანავე გაქვთ:

** როგორც გუნდურად,
** ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი,

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@ptt.ge. მნიშვნელოვანია, რომ განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითო ვაკანტური პოზიციის დასახელება.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 27 სექტემბერი.

სს "ფოთი ტრანსტერმინალის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |