jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ფარმაცევტი
მომწოდებელი: ფარმსახლი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

სააფთიაქო ქსელი "ფარმაცევტული სახლი+" ("ფარმსახლი") 20 წელზე მეტია პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე და თანამედროვე სტანდარტებით, წარმატებით ახორციელებს მედიკამენტების, ჰიგიენისა და სილამაზის პროდუქტების, ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებების რეალიზებას ქვეყნის მასშტაბით. დღესდღეობით კომპანია 60-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი და მუდმივად იზრდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

"ფარმსახლში" დასაქმებულია 600-ზე მეტი თანამშრომელი. ჩვენ ვზრუნავთ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე და მათთვის სასიამოვნო და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაზე.
სააფთიაქო ქსელი "ფარმსახლი" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (8-საათიანი ცვლა)
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 700-850 ლარი + ეფექტური ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსული მომხმარებლის დახვედრა, სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების გაწევა
** მომხმარებლებისათვის მოთხოვნილი მედიკამენტების ფასისა და ფასდაკლებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება
** პროდუქციის რეალიზაცია და მისი პროგრამაში ასახვა
** მედიკამენტების მიღება და შესაბამისი სტანდარტის მიხედვით განთავსება
** პროდუქციის ნაშთის კონტროლი და გეგმის მიხედვით აღწერების გაკეთება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** ფარმაცევტული ან სამედიცინო განათლება (განიხილებიან მიმდინარე სტუდენტებიც)
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა

დამატებითი უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის კარგი უნარი
** თავაზიანობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** დამატებით დასვენების დღეს თქვენს დაბადების დღეზე
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** Fitpass-ის შეთავაზებას

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@ph.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ფარმაცევტი"

ასევე შეგიძლიათ შეავსოთ განაცხადის ფორმა ქვემოთ მითითებულ ლინკზე: http://shorturl.at/qsI23

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ "ფარმ სახლში" გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია "ფარმ სახლმა" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.

"ფარმ სახლი" შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |