jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: უფროსი შესყიდვების ოფიცერი
მომწოდებელი: HPM
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი კომპანია "HPM", რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ჩვენი მიზანია:

** შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
** განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;

ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.

ამჟამად კომპანია "HPM"-ში ჩვენ ვეძებთ უფროს შესყიდვების ოფიცერს და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ, მოქნილ, სამართლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:

** სატენდერო პროცედურების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
** ნაშთებისა და მარაგების კონტროლი/მონიტორინგი;
** შესყიდვების გეგმის შემუშავება და მართვა;
** ბაზრის კვლევის და მომწოდებელთა ბაზების მართვა;
** პროექტებისგან მიღებული მოთხოვნების დამუშავების პროცესის მართვა;
** პერიოდული ანგარიშების მომზადება;
** მომწოდებლების მოძიება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე;
** მოლაპარაკებების წარმოება ადგილობრივ და უცხოელ მომწოდებლებთან;
** იმპორტული საქონლის ტრანსპორტირების დაგეგმვა, გადაზიდვის პროცესის კონტროლი და საბაჟო პროცედურების აღსრულება;
** შერჩეული კანდიდატი, ასევე მხარს დაუჭერს კომპანიას შესყიდვების პრაქტიკისა და მიდგომების გაუმჯობესებაში და იმუშავებს, როგორც გუნდის წევრი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან მსგავს სფეროში
** აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** ინგლისური ენების სრულყოფილი ფლობა, როგორც ზეპირი, ასევე წერითი
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "უფროსი შესყიდვების ოფიცერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |