jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კონდიტერი
მომწოდებელი: ჯეჯელატო
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

იტალიური სანაყინე-საკონდიტრო "ჯეჯელატო" ეძებს ენერგიულ, შრომისმოყვარე, ერთგულ თანამშრომლებს კონდიტრის პოზიციაზე თბილისში

ადგილმდებარეობა: ვაკე
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.
გამოსაცდელი ვადა: 1 თვე

ფუნქცია-მოვალეობები:

** საკონდიტრო ნაწარმის ასორტიმენტის და ხარისხის მოთხოვნების ცოდნა;
** მენიუში არსებული პროდუქციის მომზადება, რეცეპტების, კალკულაციების და დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** პროდუქციის ვიზუალურ მრავალფეროვნებაზე ზრუნვა;
** ახალი პროდუქციის შეთავაზება და მენიუს დახვეწა;
** პროდუქციის კალკულაცია;
** საკონდიტრო პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** ნედლეულისა და პროდუქტების სტანდარტების მიხედვით შენახვა/დასაწყობება, მარაგების აღწერა/კონტროლი;
** მზა პროდუქტების, ნახევარფაბრიკატების და ნედლეულის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ნაშთის კონტროლი;
** საკონდიტრო, საცხობი დანადგარების და სამუშაო ადგილის სისუფთავის დაცვა/კონტროლი;
** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა HACCP სტანდარტების მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სავალდებულოა მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება კონდიტერის პოზიციაზე;
** საშუალო სპეციალური ან უმაღლესი განათლება საკონდიტრო ნაწარმის წარმოების სფეროში ჩაითვლება პრიორიტეტად;
** მარაგების მართვის გამოცდილება;
** სავალდებულოა კვების ჰიგიენური სტანდარტების და უსაფრთხოების ცოდნა, HACCP სტანდარტები;
** გუნდში მუშაობის და მართვის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
** ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: vacancy.gegelato@gmail.com, აუცილებლად საგანში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |