jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: თამოსკინი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

"თამოსკინი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** კორპორაციული ფასდაკლება პროდუქციაზე;
** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება - 800 ლარი + ბონუსი;
** სამუშაო გრაფიკი - თვეში 15 სამუშაო დღე
** სამუშაო ადგილი - ბათუმი, გრანდ მოლი.

ფუნქციები და მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** სარეალიზაციო სტენდის მოწესრიგება;
** პროდუქციის გაყიდვა;
** მარაგის აღრიცხვა და კონტროლი პერიოდულად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია ინგლისური, რუსული ან თურქული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილსინდისიერება.

კანდიდატთა შერჩევა:

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infotamoskin@gmail.com 2024 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "გაყიდვების კონსულტანტი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |