წყლის თანამედროვე ფილტრაციის სისტემების ინტერნეტ-მაღაზია (http://www.kamkama.ge) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://kamkama.ge/
თანამდებობა/პოზიცია: გაყიდვების სპეციალისტი
პოზიცია ექვემდებარება: დირექტორს
ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 1
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 13/10/2024
დასაქმების სავარაუდო თარიღი: 14/10/2024
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: ბრენდის პოპულარიზაცია და პროდუქციის გაყიდვების ხელშეწყობა
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა;
** კლიენტებთან სატელეფონო კონსულტაცია;
** მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება და უპირატესობების წარმოჩენა;
** სააღრიცხვო პროგრამაში გატარებების შესრულება;
** მომსახურების სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** Სასურველია უმაღლესი განათლება;
** ინგლისური, რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ტექნიკურ საკითხების სწრაფი ათვისების უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშ-პარ ჩათვლით
** ანაზღაურების დიაპაზონი: 1200-1500 ლარი + ბონუსი
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; "ქებული კლიმატის" სათაო ოფისი
სოციალური პაკეტი:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კვებით უზრუნველყოფა;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
** პარკინგი
** კორპორაციული ნომერი.
შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა:
** წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.
** ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად
დასაქმებულის უფლებები:
ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
საბუთების მიღება:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია ენსო ჯგუფის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.
შენიშვნა:
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.
კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე.