"illy Caffè"-ს შექმნის მთავარი იდეა ნამდვილი იტალიური ყავის გემოს მთელი მსოფლიოსთვის გაზიარებაა.
დღესდღეობით "illy Caffè"-ს 160 ფილიალი მსოფლიოს 36 ქვეყნის მოლებში, აეროპორტებში და ქუჩებშია, თბილისში კი უკვე 3 ფილიალით არის წარმოდგენილი.
"illy Caffè" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე, გალერია თბილისის ფილიალში.
მოვალეობები:
** სტუმრის დახვედრა ღიმილით და კეთილგანწყობით;
** სტუმრებისთვის მენიუს მიხედვით კერძების და სასმელების შეთავაზება;
** ყავის მენიუს და დესერტების უსაფრთხოების პროცედურების დაცვა
** კაფის სისუფთავის შენარჩუნება მოთხოვნების შესაბამისად
** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შენარჩუნება
** ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა;
** უზრუნველყოს ყველა პოლიტიკის, პროცედურის და სტანდარტის დაცვა რესტორანში.
მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება სარესტორნო სფეროში (სასურველია);
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა.
პირობები:
** ანაზღაურება: საათში 5 ლარი (ხელზე ასაღები) + თიფსი, 1 თვის შემდგომ + 1, 2% (ზეგანაკვეთური ანაზღაურებადი +20%)
** სამუშაო გრაფიკი: სმენა 8 საათი ცვლებში, კვირაში 40 სთ, 2 დღე დასვენება
** სამედიცინო დაზღვევა
** კვება
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@illycaffe.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება