jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მემონტაჟე
მომწოდებელი: სითიქომი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

გვიხარია, რომ დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით! ვეცდებით, მოგაწოდოთ მაქსიმალურად ამომწურავი და საჭირო ინფორმაცია როგორც "სითიქომზე", ასევე პოზიციაზე.

ჩვენს შესახებ:

სითიქომი სამეზობლოს პირველი ქართული ციფრული სივრცეა, რომელიც 2017 წლიდან ზრუნავს, რომ მეზობლობა იყოს კომფორტული, მარტივი და გამჭვირვალე. ის წარმოადგენს ერთგვარ "ციფრულ ყულაბას", სადაც შესაძლებელია, თვალი ადევნო შენი სამეზობლოს შემოსავლებს და ხარჯებს, დაიქირავო სასურველი სერვისების სპეციალისტი, შეასრულო ავტომატური გადარიცხვები და გააერთიანო მეზობლები ერთ სივრცეში.

სითიქომში ყოველთვის პრიორიტეტულია ჩვენი მთავარი სამეზობლო - სითიქომის გუნდი! პროფესიული განვითარების გარდა, აქ დაგხვდება მეგობრული გარემო, არასამუშაო საათებში საინტერესო აქტივობები და ბევრი გართობა!

პოზიციის შესახებ:

ვეძებთ მოტივირებულ და გამოცდილ გუნდის წევრს, რომელიც წვლილს შეიტანს ჩვენი პროდუქტის ტექნიკურ გამართულობაში.

ძირითადი მოთხოვნები და მოვალეობები:

** კუთხსახეხთან ("ბალგარკა") და ბურღთან (პრეფერატორი) მუშაობის გამოცდილება
** სუსტ დენებთან (12 ვოლტი) მუშაობა
** 220 ვოლტთან მუშაობის გამოცდილება
** კარის საკეტების მორგება, ჩაყენება, დაერთება.
** დომოფონებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
** აუცილებელია ფლობდეს მსუბუქ ავტომობილს

რას გთავაზობთ ჩვენ:

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
** სამუშაო საათები: სრული და/ან არასრული
** ხელშეკრულების ტიპი: შრომითი/მომსახურება

მდებარეობა: თბილისი, გიორგი დანელიას 23 (ნაფეტვრების ასახვევი)

რეზიუმეს ასატვირთად გადმოდით ბმულზე: https://link.citycom.ge/memontaje

გაცნობებთ, რომ სითიქომში შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშაოთ, გავუზიაროთ მესამე პირ (ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |