jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: პედიატრი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 27 სექტემბერი

ს.ს "პედიატრი" აცხადებს ქოლცენტრის ოპერატორის ვაკანსიას თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქავთარაძის #26
სამუშაო გრაფიკი: თვეში 15 დღე: 12 საათიანი (09:00-21:00) სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

** მიღებული ინფორმაციის სრულყოფილი ელექტრონული აღრიცხვა;
** თანამდებობრივი ინსტრუქციისა და სამუშაო გრაფიკის ზედმიწევნით დაცვა;
** შემოსულ ზარებზე დროული და სრულყოფილი კომუნიკაცია;;
** მომხმარებლის შეკითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემა;
** შემოსული ზარის მიხედვით პრობლემის იდენტიფიცირება, ანალიზი და შესაბამისი დახმარების გაწევა მომხმარებლისთვის;
** შემოსული ზარების გადამისამართება;
** შემოსული ზარების ბაზაში ასახვა და რეპორტების წარმოება, მოთხოვნის შემთხვევაში;
** პოზიციის და კომპეტენციის ფარგლებში გამავალი ზარების განხორციელება;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება
** სასურველია სამედიცინო განათლება / სტუდენტი
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია უცხო ენების (ინგლისური, რუსული) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოსმენილის ადვილად გააზრებისა და გაანალიზების უნარი;
** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** სწრაფი და ორგანიზებული;
** დეტალებისადმი ორიენტირებული;
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარით;
** გუნდური;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 27 სექტემბერი, 2024 წელი

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ რეზიუმე ელ.მისამართზე: smenabdishvili@clinics.ge / smenabdishvili@evex.ge

"საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;

2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.

3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).

4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.

5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |