კომპანია "ფეიბოქსი" საგადახდო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს სწრაფი გადახდის ტერმინალების მეშვეობით. ფეიბოქსის ტერმინალები მთელი საქართველოს მასშტაბით არის განთავსებული, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სასურველი მომსახურება 24/7 რეჟიმში.
ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფისთვის კომპანია იყენებს საუკეთესო პრაქტიკებს, რომელიც დამკვიდრებულია თანამედროვე ბაზარზე, სწორედ ეს ფაქტი არის კომპანიის მუდმივი პროგრესის საწინდარი.
თუ გსურს გახდე დინამიკურად მზარდი გუნდის წევრი და გაინტერესებს ტექნიკური გამოცდილების დაგროვება - ჩვენი კომპანია "ფეიბოქსი" აცხადებს ვაკანსიას ინკასატორის პოზიციაზე.
ანაზღაურება და სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 1250 ლარი + საწვავი სრულად
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 საათი
** სამუშაო ადგილი: გორი
პოზიციის მიზანი: თბილისის ქსელში არსებული ტერმინალების ინკასაცია
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ქსელში არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ინკასაცია
სავალდებულო მოთხოვნები:
** ავტომობილის ფლობა
** მართვის მოწმობა - B კატეგორია
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
უნარები:
** გუნდურობა
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სამუშაოს ორგანიზება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@numus.ge გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ინკასატორი". სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!