jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სამედიცინო ხარისხის მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: გერმანული ჰოსპიტალი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი სს "გერმანული ჰოსპიტალი" დაარსდა 2019 წელს. ჰოსპიტალი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური გერმანელი და ქართველი პროფესიონალი ექიმებით. ჰოსპიტალი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. კლინიკაში შესაძლებელია მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. სს "გერმანული ჰოსპიტალი" გამორჩეულია მყუდრო და კომფორტული გარემოთი.

ს.ს "გერმანული ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ხარისხის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

განიხილება მხოლოდ კლინიკაში ნამუშევარი კანდიდატურა, კერძოდ ისტორიების ხარისხის კუთხით.

სამუშაო საათები: 09:30 -დან 18:00-მდე (შაბათი - კვირა დასვენება).
მისამართი: ქ. თბილისი, კოსმონავტების 45 ა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანალიზი სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის მეშვეობით
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ხარისხის შესწავლა და მარეგულირებელ კანონმდებლობასთან და შიდა რეგულაციებთან შესაბამისობის დადგენა
** ელექტრონული და საქაღალდე სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმება და კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** ელექტრონული და საქაღალდე სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირება და მათი რელევანტურობის უზრუნველყოფა
** დიაგნოზებისა და ჩარევის კოდების გამართულობისა და მკურნალობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** პაციენტის მკურნალობის პროცესში წარმოშობილი გადაცდომების შესწავლა, ანალიზი, პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ჩართულობით შემთხვევების განხილვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** დამოუკიდებელი საექიმო პრაქტიკა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ჰოსპიტალურ სექტორში
** ინგლისური ენა B2
** სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების გამოცდილება
** ჯანდაცვის სამინისტროს EHR პორტალზე სამედიცინო დოკუმენტაციის გადაგზავნის გამოცდილება
** საინფორმაციო სისტემებთან და მონაცემების დამუშავებასთან მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** განვითარებაზე ორიენტირებულობა
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: hr@hgh.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სამედიცინო ხარისხის მართვის სპეციალისტი".

განცხადების მიღების ბოლო ვადა 15/10/2024

სს " გერმანული ჰოსპიტალი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |