jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სატელეფონო მომსახურების ოპერატორი
მომწოდებელი: ორიგინალი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

"ორიგინალი ჯგუფი" _ ქართული კომპანიაა 20 წლიანი ისტორიით, რომელიც აერთიანებს როგორც რესტორნების ქსელს "ჩემო კარგოს" სამ ფილიალს, ასევე კრაფტ ლუდი "ლუდო"-ს ნაირსახეობებს ქართულ სამზარეულოსთან ერთად.
"ჩემო კარგო" მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს, როგორც დელივერის მომსახურებას, ასევე ბანკეტებისა და ფურშეტების სერვისს.

გაგვიცანი უკეთ: https://www.chemokargo.ge/aboutUs

კომპანია "ორიგინალი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო მომსახურების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: ცვლაში

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სატელეფონო მომსახურების გაწევა მომხმარებლისთვის;
** შეკვეთების მიღება და გამზადებული შეკვეთის გადაცემა კურიერებისთვის.
** რესტორნის ჯავშნების მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი თანაგუნდელი და თვლით რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ მეილზე hr@originali.ge და მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ორიგინალი ჯგუფმა"დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 თვის განმავლობაში."



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |