jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ნიუპაკი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

შპს "ნიუპაკი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ე. ჟვანიას #5
სამუშაო დრო: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გაყიდვების მიმართულების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

ფუნქცია-მოვალეობა:

** პოტენციური მომხმარებლისათვის, კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება;
** მომხმარებელთა საჭიროების დადგენა;
** მოლაპარაკების წარმოება;
** გაყიდვების ზრდა;
** არსებული მომხმარებლების მუდმივი ინფორმირება კომპანიაში არსებული ახალი პროდუქტების შესახებ;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** მოლაპარაკების წარმართვის კარგი უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალური;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@phfavorite.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".

შპს "ნიუპაკი" მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს "ნიუპაკ"-მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში თუ გსურთ, თქვენი კანდიდატურა განვიხილოთ სხვა ვაკანტურ პოზიციაზე ან/და თქვენი რეზიუმე იმავე ან მსგავსი ვაკანტური პოზიციისთვის განიხილოს სხვა დამსაქმებელმა, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@phfavorite.ge.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |