მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი სს "გერმანული ჰოსპიტალი" დაარსდა 2019 წელს. ჰოსპიტალი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური გერმანელი და ქართველი პროფესიონალი ექიმებით. ჰოსპიტალი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. კლინიკაში შესაძლებელია მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. სს "გერმანული ჰოსპიტალი" გამორჩეულია მყუდრო და კომფორტული გარემოთი.
ს.ს. "გერმანული ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას ემერჯენსის მორიგე-ექიმის პოზიციაზე.
მის: თბილისი, კოსმონავტების ქუჩა №45ა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება.
** სამედიცინო საქმიანობის დამადასტურებელი შესაბამის სერტიფიკატი.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება.
უნარები:
** სწრაფი რეაგირებისა და საკუთარ თავსა და ინიციატივის აღების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაცია;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა.
ძირითადი მოვალეობები:
** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით.
** შიდა პროტოკოლების, ინსტრუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას. პაციენტის მართვა მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა. მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი აერთიანებს ემერჯენსის, რეანიმაციის, ინტენსიური თერაპიისა და ანესთეზიოლოგიის მიმართულებებს.
მაღალკვალიფიციური ექიმები და პერსონალი მზად არიან დახმარება გაუწიონ ყველა სირთულის მქონე პაციენტს. სამკურნალო პროცედურების შედგენისას გამოიყენება მულტიდისციპლინური მიდგომა, რაც სპეციფიკურად ესადაგება პაციენტების მრავალფეროვან დაავადებებსა და საჭიროებებს.
კლინიკის გადაუდებელ მიმღებში ხდება პაციენტის ჯანმრთელობის შეფასება, მდგომარეობის დადგენა, მკურნალობის პროცესის ზუსტი დაგეგმვა და კოორდინირება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: hr@hgh.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ემერჯენსის მორიგე ექიმი".
განცხადების მიღების ბოლო ვადა 15/10/2024
სს "გერმანული ჰოსპიტალი"
გისურვებთ წარმატებას!