შპს "გამა" 2018 წლიდან წარმატებულად ოპერირებს და წარმოადგენს ბეტონის და ინერტული მასალების მწარმოებელ კომპანიას. კომპანია ფლობს 3 ბეტონის ქარხანას და 2 სამსხვრევ საწარმოს ბათუმსა და თბილისში.
შპს "გამა" აცხადებს ვაკანსიას ბეტონმზიდის მძღოლის პოზიციაზე.
ვაკანსია ცხადდება ქ. თბილისში, ენუქიძის ქუჩაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბეტონის გადაზიდვა ბეტონის ქარხნებიდან მშენებარე ობიექტამდე;
** ბეტონმზიდის მოვლა და სისუფთავეზე ზრუნვა;
** კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებსა და რეგულაციების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია;
** აუცილებელია ბეტონმზიდის მართვის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი CV ელ.მისამართზე: GAMA404591134@GMAIL.COM . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ბეტონმზიდის მძღოლი, ან დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე: 595401243
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც შპს "გამასთვის" ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, შპს "გამას" მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "გამამ" შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.
შპს "გამა" შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. შპს "გამა" მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.