jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სატელეფონო კონტაქტ-ცენტრის უნივერსალური სპეციალისტი
მომწოდებელი: იმედი L
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

ჩვენ ვემსახურებით ყველაზე მთავარს - ჯანმრთელ სიცოცხლეს!

განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორაციულ კულტურას ქმნიან.

"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო კონტაქტ-ცენტრის უნივერსალური სპეციალისტის პოზიციაზე

ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი

ჩვენ გთავაზობთ:

** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორაციულ ბენეფიტებს.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის დაზღვეული პაციენტების სატელეფონო ზარების მიღება და მათი იდენტიფიცირება;
** დაზღვეული პაციენტისათვის პერსონალურ ექიმთან და შესაბამის სპეციალისტებთან ვიზიტის დაგეგმვა;
** გეგმურ და გადაუდებელ შემთხვევებში დაზღვეულთა სამედიცინო დაწესებულებებში გადამისამართება, სერვისის ორგანიზება და ინფორმაციის შესაბამისი პროგრამული ასახვა;
** მომხმარებლებისათვის სადაზღვევო პოლისის პირობების შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდება (ხელშეკრულებიდან შესაბამისი მუხლის/პუნქტის გათვალისწინებით).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (განიხილებიან როგორც მედიცინის, სტომატოლოგიის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ფარმაციისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები);
** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** თავაზიანი და სერვისზე ფოკუსირებული;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |