ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, "თეგეტა ჰოლდინგის" გუნდში დაცვის ოფიცრის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** კომპანიაში არსებული ქონების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** კომპანიის შენობის დაცვა და კონტროლი;
** ავტომანქანების პარკინგის ტერიტორიის დაცვა და უსაფრთხოების კონტროლი;
** ფილიალის სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე კონტროლი;
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 1 წელი;
** უმაღლესი განათლება.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
"თეგეტაში" დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1444
"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.