"Wasteless" არის სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაცია (საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია), რომლის მიზანია, დაეხმაროს კომპანიებს თავიანთი ბიზნესის უნარჩენო, სუფთა და მდგრადი მიმართულებით გარდაქმნაში და ხელი შეუწყოს ნარჩენების მართვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას საქართველოში.
https://wasteless.ge
პოზიცია: ოფისის მენეჯერი
პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის 142;
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 სთ (ორშაბათი-პარასკევი)
** ანაზღაურება: ერთი თვე გამოსაცდელი ვადა (ანაზღაურებადი)
ფუნქცია-მოვალეობები:
** ოფისში შემომავალი სატელეფონო ზარების მართვა.
** ადმინისტრაციული დოკუმენტაციისა და დოკუმენტბრუნვის მომზადებასა და მართვაში დახმარება.
** ოფისის გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად ტექნიკური და სამეურნეო საკითხების მოგვარება.
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა.
** ოფისისთვის საკანცელარიო, სამეურნეო ინვენტარის შეკვეთის გაკეთების ადმინისტრირება.
** საფოსტო გზავნილების მიღება და შესაბამის დეპარტამენტში დანაწილება.
** სტუმრებისთვის დახვედრა/მიღება (ყავის, ჩაის შეთავაზება), შეხვედრების დაორგანიზება.
** სხვა ოფისის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში ჩართვა და მათი გადაჭრა.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი
თუ დაგაინტერესათ ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველოდებით თქვენს CV-ს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: Hr@wasteless.ge და სათაურის ველში აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება: "ოფისის მენეჯერი".