jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: იურისტ-რეგისტრატორი
მომწოდებელი: სილქ ბანკი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

სს "სილქ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ქ.თბილისში მხარდაჭერის განყოფილებაში იურისტ-რეგისტრატორი (საკრედიტო ადმინისტრატორი) სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი# 2

დამატებითი ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სასიამოვნო სამუშაო გარემო.

პროფესიული მოვალეობანი და ძირითადი ფუნქციები:

** საკრედიტო და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება;
** საკრედიტო დოკუმენტაციის ვიზირება;
** საკრედიტო პროდუქტების პროგრამულ რეგისტრაცია;
** სესხის უზრუნველსაყოფად დასაგირავებელი უძრავ/მოძრავი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია.

შრომითი გამოცდილება და მუშაობის სტაჟი:

** სასურველია ფინანსურ სექტორში ან/და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისებთან დაკავშირებული გამოცდილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ადმინისტრაციული კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office;
** უპირატესობა მიენიჭება იურიდიული განათლების მქონე კანდიდატებს.

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkbank.ge; წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება და ტესტირება.
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, სს "სილქ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 01 ოქტომბერი .



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |