jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ტენდერი გამოძახებითი მძღოლის მომსახურებაზე
მომწოდებელი: კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი
თანდართული ფაილი: 81173_Kakheti_Area_Development__Center_8140669.zip
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 სექტემბერი

"კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი" აცხადებს ტენდერს გამოძახებითი მძღოლის მომსახურებაზე.

ზოგადი ინფორმაცია

** ადგილმდებარეობა: საქართველო, კახეთი, თელავი
** სამუშაოს აღწერილობა: მძღოლი გამოძახებით
** დაწყების თარიღი: ოქტომბერი 2024
** დასრულების თარიღი: ოქტომბერი 2026

ორგანიზაციის შესახებ:

კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი არის საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision International-ის შვილობილი ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 2019 წელს კახეთში და აგრძელებს ფუნქციონირებას World Vision საქართველოს მხარდაჭერით. კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა 2008 წლიდან ხორციელდება კახეთის რეგიონში და მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ბავშვთა ადრეული განათლება, ბავშვთა დაცვა და კეთილდღეობა, მოზარდების და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა. ცენტრის მიზანია თემის გაძლიერება და თემის აქტიური ჩართულობით რეგიონში არსებული პრობლემების გამოვლენა-დაძლევა, რათა ბავშვებისა და ახალგაზრდების განვითარებისათვის შეიქმნას შესაბამისი გარემო.

პოზიციის მიზანი:

კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრს ესაჭიროება მძღოლი გამოძახებით, რომელიც კუთვნილი ავტომობილით გაუწევს მომსახურებას ოფისს საჭიროებისამებრ. მძღოლს მოუწევს გადაადგილება ძირითადად კახეთის რეგიონში, თელავის, ყვარლის, გურჯაანის, ახმეტის მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში, თბილისში და საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მიმართულებით, პროგრამის საჭიროებისამებრ.

შერჩეულ კანდიდატთან მოხდება 2 წლიანი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება. მძღოლები მოემსახურებიან ზემოთ მითითებულ ვადაში, კსგ ცენტრში მიმდინარე ყველა პროექტსა და პროგრამას.

აგრეთვე, დამატებითი მომსახურების ხელშეკრულება გაფორმდება და შერჩეული კანდიდატი გაუწევს მომსახურებას, ამავე ცენტრში მიმდინარე პროექტს "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა".

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისში გამოცხადდეს წინასწარ შეთანხმებული დროის და განრიგის მიხედვით;
** მძღოლი ვალდებულია ოფისში გამოცხადდეს ყოველთვის მოწესრიგებული ავტომობილით (გარეცხილი და ტექნიკურად გამართული მანქანით);
** მძღოლი ვალდებულია, წინა დღეს აცნობოს კსგ ცენტრს გამონაკლისის სახით, თუ იგი ვერ ახერხებს გამოძახებაზე მოსვლას;
** აწარმოოს კილომეტრაჟის, დროის აღრიცხვის და სხვა საჭირო ფორმა, რათა დოკუმენტაცია სრულ შესაბამისობაში იყოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან;
** უზრუნველყოს თანმხლებ პირთა ან/და ტვირთის უსაფრთხო გადაყვანა
** მზად იყოს შაბათ -კვირას და არასამუშაო საათებში მუშაობისთვის;
** მოახდინოს ორგანიზება თავისი სამუშაო განრიგის; (საჭიროების შემთხვევაში ოფისის თანამშრომელთან შეთანხმებით დაეკონტაქტოს ტრენერს, ან სხვა თანამშრომელს და დაგეგმოს გამგზავრების განრიგი);
** დაიცვას ორგანიზაციის და კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის ინტერესები და კონფიდენციალურობა;
** მძღოლი ვალდებულია კარგად იცნობდეს ორგანიზაციის უსაფრთხოების სტანდარტებს და პოლისებს (სიჩქარე, გადადგილება, დაცულობა და ა.შ)
** ორგანიზაციის პოლისების და პროცედურების დაცვა;
** მძღოლი ექვემდებარება კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის დირექტორს და ფინანსურ-ადმინისტრაციულ და HR მენეჯერს;
** უზრუნველყოს დამქირავებლის ნებისმიერი დოკუმენტის და საკუთრების უკან დაბრუნება ხელშეკრულების დასრულების შემდგომ.

ვაკანტური ადგილი: 1

ანაზღაურება: შერჩეული მძღოლი გამოძახებით მიიღებს ფიქსირებულ ანაზღაურებას გაწეული მომსახურების შესაბამისად - ანაზღაურება განისაზღვრება ერთეულ კილომეტრზე დაწესებული ტარიფის მიხედვით, რომელიც მოიცავს ყველა ხარჯს საწვავის, მანქანის მოვლისა და სხვა გაუთვალისწინებელი თანხების ჩათვლით.

კვალიფიკაცია და გამოცდილება:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება;
** ავტომანქანის მართვის ხანგრძლივი (სულ მცირე 5 წელი) გამოცდილება;
** მანქანის უსაფრთხოდ მართვის უნარი;
** იყოს კონსტრუქციული და ზრდილობიანი თანამშრომლებთან ურთიერთობაში;
** მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

შერჩევის პროცესი:

წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდება მძღოლების სიის მომზადება. კვალიფიცირებული მძღოლები გაივლიან გასაუბრებას და ავტომანქანის მართვის ტესტურ შემოწმებას. მოხდება მათი კუთვნილი ავტომანქანის ვიზუალური და ტექნიკური დათვალიერება. შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება წარმოდგენილი ფასების განხილვა.

გაცნობებთ, რომ შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ კსგ ცენტრთან აღნიშნულ სერვისში გამოცდილების მქონე კანდიდატებს (ასეთების არსებობისას).

განაცხადების წარმოდგენა:

** ფასების ცხრილი და მსურველის განაცხადის ფორმა (თანდართულია);
** ხელმოწერილი პოლიტიკის დოკუმენტებზე გაცნობის ფორმა (თანდართულია);
** დეტალური CV (ავტობიოგრაფია);
** კუთვნილი ავტომანქანის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** ავტომანქანის მართვის მოწმობის ასლი;
** გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მოწმობის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

დოკუმენტაციის სრული პაკეტი უნდა წარმოადგინოთ ელექტრონულად, შემდეგ ელ. მისამართზე: mariam_glakhoshvili@kadc.ge, არაუგვიანეს 2024 წლის 20 სექტემბრისა.

განაცხადები შეგიძლიათ წარმოადგინოთ ელექტრონულად, ელ. მისამართზე: mariam_glakhoshvili@kadc.ge, ან დალუქული კონვერტით, მისამართზე: ქ. თელავი, რუსთაველის გამზ N 81 ა.

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 20 სექტემბერი 2024 წ. 18:00 სთ. გთხოვთ, ელ. წერილის საგანში მიუთითოთ: "მძღოლი გამოძახებით".

გისურვებთ წარმატებას !



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |