სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას საფინანსო დეპარტამენტის ანგარიშგების სამსახურის (რეპორტინგი) მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის N1
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00.
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ფინანსური ანგარიშგებების მომზადება IFRS სტანდარტების შესაბამისად
** კომპანიის სხვადასხვა ერთეულების ფინანსური და საოპერაციო განყოფილებებისგან ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება
** ფინანსური ანალიტიკური რეპორტების მომზადება
** ბიუჯეტის მომზადებაში ჩართულობა
** აუდიტის პროცესში ჩართულობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში და/ან მსგავს სფეროში
** IFRS სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** რეპორტინგის და ფინანსური ანალიტიკის მიმართულებით გამოცდილება
** ინგლისური ენა - C1
** სასურველია, რომელიმე საკვალიფიკაციო პროგრამის (ACCA, CFA, CPA) სერტიფიკატი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: Career@ardi.ge, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - ანგარიშგების სამსახურის მენეჯერი.
სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;
ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.