jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: პრესელერი
მომწოდებელი: კომპანია ორბიტა
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

შპს "კომპანია ორბიტა", არის მსხვილი სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური კომპანია, სხვადასხვა კატეგორიის, საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, 26 წელზე მეტი გამოცდილებით. კომპანია ორიენტირებულია გრძელვადიან პარტნიორობაზე, პორტფელის მაქსიმიზაციაზე და პროდუქტის ცნობადობის გაზრდაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: WWW.ORBITA.GE

შ.პ.ს "კომპანია ორბიტა" აცხადებს ვაკანსიას პრესელერის (სავაჭრო აგენტის) პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი ობიექტების მოძიება და მოზიდვა;
** მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან;
** ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** კლიენტების შეკვეთების მიღება/გაფორმება და დამუშავება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება;
** დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შესრულება.
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა B კატეგორია სავალდებულოა;
** საკუთარი ავტომობილი;
** უძრავი ან მოძრავი ქონების უზრუნველყოფა.

ხელფასი:

ხელფასი-ფიქსირებული ხელზე ასაღები (NET) 1200 ლარი + ბონუსი.

პირობები და ბენეფიტები:

** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათი (1 საათი შესვენება);
** დაზღვევა;
** კორპორაციული ნომერი;

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: g.galuashvili@orbita.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "პრესელერი თბილისში" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საკონტაქტო პირი: გიორგი გალუაშვილი (ტელ: 595840008)

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "კომპანია ორბიტა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "კომპანია ორბიტა" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |