jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: თაბუკა
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

სადისტრიბუციო კომპანია "თაბუკა" რომელიც ახორციელებს ტკბილეულის და ჩაის დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით - აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, გუდვილის მიმდებარედ.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პარტნიორებთან ურთიერთობა, მოლაპარაკება და სხვადასხვა საკითხებში ჩართულობა
** სავაჭრო ობიექტების მიხედვით ასორტიმენტის განსაზღვრის პროცესში მონაწილეობის მიღება
** ბაზრის კვლევა და ანალიზი
** კონკურენტი კომპანიების ფასების (როგორც გასაყიდი ასევე სააქციო) მონიტორინგი და შემოწმება.
** სააქციო ფასების განსაზღვრა
** ფრომოუშენისა და აქციების იდეების გენერირება, განლაგების განსაზღვრა სააქციო ზონების შესაბამისად.
** მერჩენდაიზინგული სტანდარტების დანერგვა
** ახალი ობიექტების მოძიება/მოლაპარაკებების წარმოება
** პროდუქციის შესყიდვის, გაყიდვის და მარაგში არსებული პროდუქციის ანალიზის პროცესში მონაწილეობის მიღება.
** პროდუქციის რეალიზაციის სტატისტიკურ ანალიზში მონაწილეობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია.
** კატეგორიის მენეჯმენტის, მარკეტინგისა და შესყიდვების პრინციპების ცოდნა.
** საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა.
** Oris Manager-ის ან მსგავსი პროგრამის საშუალო დონეზე ცოდნა.
** უცხო ენების (ინგლისური) საშუალო დონეზე ცოდნა.
** კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და კავშირების დამყარების უნარი.
** მყარი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
** ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა და ორგანიზებულობა.
** ანალიტიკური და კრეატიული აზროვნება
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია.
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მოლაპარაკების წარმოების უნარი.

გთავაზობთ:

** ხელფასის ზრდის პერსპექტივას;
** მეგობრულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სტაბილურ ანაზღაურებას და ბონუსებს;
** კეთილმოწყობილ სამუშაო სივრცეს.

სასურველია დაინტერესებული პირის საცხოვრებელი ადგილი მდებარეობდეს დიდი დიღმის მიმდებარედ /ქალაქის დასავლეთ ნაწილში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე/CV ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: cvtabuka@gmail.com და გთხოვთ აუცილებლად სათაურის ველში "subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კატეგორიის მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV ვერ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |