jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: მეპერსი
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

"მეპერსი" გახლავთ წამყვანი და მზარდი საინჟინრო საპროექტო კომპანია, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ამიერკავკასიაში გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, ხანძარქრობისა და წყალმომარაგების სისტემების სფეროში.
ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების, მაღალი ხარისხის პროდუქციას, უფასო კონსულტაციებს, პროექტირებას, მონტაჟს, გაყიდვების შემდგომ საგარანტიო მომსახურებასა და ქარხნულ გარანტიას.

"მეპერსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში საქონლის და მატერიალური ფასეულობების მიღების, შენახვისა და გაცემის სამუშაოების ხელმძღვანელობა, საწყობში მათი რაციონალური განთავსება;
** საჭირო მასალების მოძიება და გაცემის პროცედურის გამარტივება და დაჩქარება;
** საქონლის და მატერიალური ფასეულობების მარაგების კონტროლი;
** დასაწყობებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შენახვა, მიღებისა და გაცემის საბუთების გაფორმება;
** საქონლის, მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა;
** სასაწყობო ოპერაციების აღრიცხვის სისწორის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება - სასურველია 2 წელი;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
** საწყობის აღრიცხვის და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სპეციალური პროგრამის ცოდნა.

სამუშაო საათები - 9.00-18.00
ხელფასი - 1300 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტის მისამართზე: g.valevich@meppers.com
ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს WEB-გვერდს:www.meppers.com
https://www.facebook.com/meppersGeorgia/



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |