აუდიტორული კომპანია "ალგი აუდიტი" აცხადებს სტაჟირებას ბუღალტერიის დეპარტამენტში.
"ალგი აუდიტი" მრავალი წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და დახმარებას უწევს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს იმ მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტაში, რასაც ბიზნესის წარმატებით წარმოება ეწოდება.
სტაჟირების პირობები:
ხანგრძლივობა: 6 თვე - სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ, კანდიდატი დასაქმდება კომპანიაში
მდებარეობა: ქ. თბილისი, ვაკე ი.აბაშიძის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი: სრული (ლექციებთან და გამოცდებთან შეთავსებით)
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
სტაჟირება ანაზღაურებადია.
სტაჟირების ფარგლებში ისწავლით:
** პირველადი დოკუმენტაციის გაფორმებას;
** სხვადასხვა ტიპის გატარების შესრულებას საბუღალტრო პროგრამაში;
** მიიღებთ პრაქტიკულ გამოცდილებას სხვადასხვა სფეროს კომპანიებთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების/ბიზნესის ადმინისტრირების განხრით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც);
** ბუღალტრული გატარებების თეორიული ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
** სასურველია ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (Oris, Fina)
უნარები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** შრომისმოყვარე
** მოტივირებული
პროგრამის ფარგლებში გთავაზობთ:
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@algiaudit.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ "სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში"
წარმატებებს გისურვებთ!