jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კონკურსი: ალექსანდრე ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემია
მომწოდებელი: აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

"აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი" ალექსანდრე ბერულავას სახელობის ჟურნალისტურ პრემიაზე განაცხადების მიღებას იწყებს.

აფხაზეთის ქართულენოვანი ტელევიზიის პირველი დირექტორის სახელობის პრემია ოთხ კატეგორიაში გაიცემა:

1. სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში გასული, აფხაზეთის თემაზე მომზადებული სიუჟეტი ან მულტიმედია ნამუშევარი.
2. აფხაზეთის თემაზე მომზადებული საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში.
3. პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში - გაიცემა საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას.
4. ჟურნალისტური საქმიანობა - აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტი (კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს მედია ორგანიზაციებს ან ხუთკაციან საინიციატივო ჯგუფებს).

კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენს სპეციალური კომისია.

კონკურსში მიიღება ნამუშევრები, რომელიც ეთერში გავიდა ან დაიბეჭდა 2023 წლის 10 სექტემბრიდან 2024 წლის 1 ოქტომბრამდე. საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 1 ოქტომბერი. მასალები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - infoabkhazia@gmail.com

კონკურსის წესები ეყრდნობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს, ემსახურება პროფესიონალიზმითა და ეთიკის ნორმების დაცვით ისეთი მედია პროდუქტის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს აფხაზეთის კონფლიქტის, შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესისადმი ინფორმირებულობის დონის გაზრდას საზოგადოებაში.

ალექსანდრე საშა ბერულავა გახლდათ ქართველი ჟურნალისტი, მწერალი, აფხაზეთში ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს პრესსამსახურისა და სამხედრო პრესცენტრის უფროსი. დახვრიტეს აფხაზმა სეპარატისტებმა და ჩრდილოკავკასიელმა დაქირავებულმა მებრძოლებმა სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავასა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |