შპს "ავტოტექნო" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში.
კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს.
"ავტოტექნო" წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2023 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 60%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში.
კომპანიის გაფართოების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე "ავტოტექნოს" გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!
ვაკანსია: სათადარიგო ნაწილებისა გაყიდვების სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ხელფასი: 1000 (NET) + ბონუსი (საშუალო ანაზღაურება 2000-2500)
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
** კომპანია ფარავს თანამშრომლის საპენსიო შენატანს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ს კომპანიის თანადაფინანსებით;
** სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისთვის (დაფინანსება კომპანიის მხრიდან);
** მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
** 24 + 4 საშვებულებო დღეს;
** შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის გეგმების შესაბამისად, სათადარიგო ნაწილებისა და სერვისის მიმართულებით, საცალო, საბითუმო, და კორპორატიული გაყიდვების პროცესის წარმართვა;
** კლიენტის ავტოპარკის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და პროგრამული ასახვა;
** დღის, კვირის ეფექტიანი დაგეგმარება და იმპლემენტაცია კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად.
** ტენდერების მუდმივი მონიტორინგი და მათი მოთხოვნების შესაბამისად პროცედურებისა და საბუთების ადმინისტრირების უზრუნველყოფშა მონაწილეობის მიღება.
** საქმიანობასთან დაკავშირებული საბუთების წარმოება;
** ბაზარზე ფასების მუდმივი მონიტორინგი, კონკურენტების საქმიანობის დაკვირვება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია სათადარიგო ნაწილებსა და სერვისის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** სასურველი ქსელური ტიპის ბიზნესებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის ეფექტურად მართვა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პუნქტუალურობა.
კონკურსის ეტაპები:
** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან;
** გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან;
** სატესტო კვირა.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: career@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "სათადარიგო ნაწილებისა გაყიდვების სპეციალისტი.
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის, შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!