jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: IT პროექტების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

სს "ოპპა" ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.

პოზიციის მიზანია, პროექტის გუნდის ეფექტიანობის ამაღლება და მისი დროულად, დადგენილ ვადასა და ბიუჯეტში შესრულების უზრუნველყოფა;

რას გააკეთებ:

** პროექტის გეგმის და გრაფიკის შედგენა, მასზე ცვლილებების პერიოდული ასახვა პროექტის დასაწყისიდან მის დასრულებამდე;
** დეველოპმენტ გუნდის წევრებს შორის დავალებების განაწილება, კოორდინაცია, გუნდის მართვასა და მოტივაციაზე ზრუნვა;
** პროექტის რისკების/პრობლემების დროული იდენტიფიკაცია და სამოქმედო გეგმის შედგენა;
** პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი, დადგენილ ვადაში ჩახურვის უზრუნველსაყოფად;
** პროექტის დამკვეთთან და დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია, პროექტის მიმდინარეობის რეპორტის რეგულარულად წარმოება;
** პროექტებთან დაკავშირებული შეხვედრების ორგანიზება და ფასილიტაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი საინფორმაციო ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერებების, მენეჯმენტის ან მსგავსი მიმართულებით;
** IT პროექტების მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** კარგი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტური მართვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მოსმენის უნარი;
** განვითარებისაკენ მუდმივი სწრაფვა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ლიდერის თვისებები;

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 2 303 308.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |