jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

შპს "აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია" წარმოდგენილი წამყვანი სავაჭრო ცენტრებით "სითი მოლი საბურთალო" და "სითი მოლი გლდანი" და პრემიუმ კლასის ბიზნეს ცენტრით "სითი თაუერი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #70
სამუშო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის კვლევა, ფასების ანალიზი
** პოტენციური მომწოდებლების მოძიება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, მათთან მოლაპარაკებების წარმოება
** შესყიდვების პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი
** შესასყიდი მასალის / პროდუქციის ღირებულების შესახებ რეკომენდაციის შემუშავება და უშუალო უფროსთან წარდგენა
** შესყიდვასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი
** საბაჟო პროცედურებისა და დოკუმენტაციის მართვა და კონტროლი
** საჭიროების შემთხვევაში სატენდერო პროცესის დაგეგმვა და შესაბამისი ბიუჯეტირება
** ფინანსური ვალდებულებების კონტროლი
** მარაგების მართვა, ნაშთების კონტროლი და პერიოდული ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება
** შეკვეთილი ტვირთის ტრანსპორტირებისთვის კომპანიების მოძიება, ტარიფების კონტროლი, შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა და კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** შესყიდვების მიმართულებით მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება
** სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ენის ცოდნა
** MS Office-ის ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე, ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე: hr@igdevelopment.ge და გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" შესაბამისად, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |