"ბრიჯრთრეიდი" 8 წლიანი გამოცდილების იმპორტის კომპანიაა.ჩვენი საქმიანობა მოიცავს კომერციული და მსუბუქი კომერციული ტრანსპორტის, სპეცტექნიკის, ზამთრის და ზაფხულის ტექნიკის, ასევე სათადარიგო ნაწილებისა და სამაცივრე აგრეგატების იმპორტსა და რეალიზაციას.
"ბრიჯთრეიდში" ტრანსპორტისა და სპეცტექნიკის იმპორტი ერთ ერთი წამყვანი მიმართულებაა და სწორედ ამ მიმართულებით ვეძებთ იმპორტის სპეციალისტს ევროპის მიმართულებით.
ძირითადი მოვალეობები:
** შეკვეთის მიღება და დამუშავება;
** მოთხოვნილი ტექნიკისა თუ ავტომობილის მოძებნა ყველა საძიებო რესურსის გამოყენებით;
** ლოგისტიკის დეპარტამენტისთვის შერჩეული ვერსიების გადაცემა;
** ლოგისტიკის დეპარტამენტთან ერთად ტრანსპორტირების კოორდინაცია;
** ჩამოსული ტვირთის მიღება და მყიდველისათვის ჩაბარება;
** მიმდინარე პროცესში ყველა საჭირო დოკუმენტის და პროცედურის უზრუნველყოფა, რაც სჭირდება ტრანზაქციის წარმატებით დახურვას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ავტომობილების ან სპეც. ტექნიკის შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** საძიებო საიტებზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სატვირთო და კომერციული ტრანსპორტის მახასიათებლების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სანაცვლოდ გთავაზობთ:
** მეგობრულ და სწრაფ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
** დაწინაურების რეალურ პერსპექტივას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მოქნილ და ზრდაზე ორიენტირებულ საბონუსე სისტემას;
სახელფასო განაკვეთი აღნიშნული ვაკანსიისთვის შედგება როგორც ფიქსირებული ასევე საბონუსე სისტემისგან და მინიმალური ხელზე ასაღები ჯამური ხელფასი შეადგენს 4000 ლარს.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@bridgetrade.ge.