jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: მწვანე სკოლა
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

"მწვანე სკოლის" საბურთალოს კამპუსში მიმდინარეობს კანდიდატების შერჩევა ტუტორის პოზიციაზე.

თუ გსურთ თქვენთვის საყვარელი საქმიანობა დაუკავშიროთ განათლების მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე კვალიფიციურ გუნდს, რომელიც მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განვითარებაზე და მათ სთავაზობს საუკეთესო გარემოს თავიანთი შესაძლებლობების გამოსავლენად, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და მუდმივად ძიების პროცესშია, რათა თითოეული დღე მოსწავლეებისთვის გახადოს აღმოჩენებითა და ემოციებით დატვირთული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი;
** გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:

** საგაკვეთილო პროცესის ასისტირება;
** კლასის მართვა და თითოეული მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში ჩართვა;
** მასწავლებლის მხარდაჭერა საგაკვეთილო პროცესში;
** მოსწავლეების სამეცადინო საათის დაორგანიზება;
** ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
** მშობლებთან კომუნიკაცია;

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან CV-ის საფუძველზე, მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: saburtalo@greenschool.org.ge



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |