jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ტექნიკოს-ოპერატორი
მომწოდებელი: ჯიესენი
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

"ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" (GSN) 2011 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და სალარო აპარატების, POS სისტემებისა და სავაჭრო პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე დიდი დისტრიბუტორია. დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდს: http://www.gsn.ge

"ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" თელავში აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოს-ოპერატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

არ ვითხოვთ მრავალწლიან სამუშაო გამოცდილებას, სასურველია კანდიდატს გააჩნდეს შემდეგი ცოდნა/კომპეტენციები:

** კომპანიის პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების და სერვისების დეტალური შესწავლა და მომხმარებლისათვის სრული ინფორმაციის მიწოდება
** გაყიდვებთან და სალარო აპარატის რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება პროგრამა ERP-ის მეშვეობით (შაბლონური ხელშეკრულების გაფორმება, სასაქონლო ზედნადების პროგრამული გაწერა და სხვა მსგავსი დოკუმენტაციის პროგრამულად გაფორმება).
** სასურველია მიკრო სქემების და ელ. მოწყობილობების მაკომპლექტებლები დეტალების ზოგადი ცოდნა
** სასურველია: პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია და გამართვის ცოდნა
** კომპიუტერთან მუშაობის და სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Office, Internet, e-mail).
** სათანადო ტრენინგის გავლის შემდეგ დასაქმებულს უნდა შეეძლოს პროგრამა ERP-ის მეშვეობით გაყიდვების წარმოება, საკონტროლო სალარო აპარატის ნაწილების იდენტიფიცირება, დაზიანების დიაგნოსტირება.

სასურველია:

** ტექნიკური განათლება
** გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება
** რუსული ან ინგლისურ ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ანაზღაურება 1000 ლარი + გაყიდვების მაღალი ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე 30 სექტემბრის ჩათვლით გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gsn.ge და ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, დამუშავდეს და შენახულ იქნას. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |