jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ტესტირების სპეციალისტი
მომწოდებელი: ალტა სოფთვეარი
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი / განცხადების ვადა: 11 ოქტომბერი

შპს "ალტა სოფთვეარი" აცხადებს ვაკანსიას ტესტირების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

"ალტა სოფთვეარი" საქართველოში მოწინავე კომპანიაა, რომელიც ქვეყნის ფინანსური სექტორისთვის პროგრამული უზრუნველყოფას ქმნის.
ტესტირების სპეციალისტის პოზიციაზე თქვენ გექნებათ საშუალება, მიიღოთ მონაწილეობა კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის, სერვისებისა და API-ების გარჩევაში, ტესტირებასა და მხარდაჭერაში, ავტომატიზირებული რეგრესიული ტესტირების წარმათვაში Test Complete გამოყენებით.

რას გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** თვითგანვითარებისა და ახალი ტექნოლოგიების ათვისების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** მეგობრულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას

რა მოგეთხოვებათ:

** კომპანიაში შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფისა და მოდულების ზოგადი გაცნობა, სიახლეებისა და დაკვეთების ანალიზი ტესტირებისათვის საჭირო მოცულობით;
** ავტომატური რეგრესიული ტესტირების ქეისებისა და საჭირო სკრიპტების წარმოება, განახლება და ოპტიმიზაცია, ახალი ავტომატური ტესტ ქეისების დაწერა;
** ავტომატური ტესტ ქეისების გადატარება და შედეგების მონიტორინგი ფიქსის, ბილდის, ვერსიის გამოშვებამდე, ტესტ ქეისების შედეგების გაცნობა დეველოფმენთისა და მხარდაჭერის გუნდისათვის, შესაბამისი ინციდენტების რეგისტრირება და გამოსწორების კონტროლი;
** სატესტო გარემოების მართვა და საჭირო ცვლილებების შეთანხმება და განხორციელების კონტროლი;
** ინციდენტების ტექნიკური მხარდაჭერა და კვლევა;
** ხარისხის უზრუნველყოფის პროცესის დოკუმენტირება, ოპტიმიზაციისა და გაუმჯობესებების შეთავაზება თიმ ლიდერსა და მენეჯმენტთან;
** ხარისხის უზრუნველყოფაში არსებული ახალი მიმართულებების კვლევა და შედეგების გაცნობა კომპანიისათვის.

საჭირო კვალიფიკაცია:

** Microsoft SQL Server ცოდნა;
** ტესტირების ავტომატიზაციისათვის საჭირო scripting ცოდნა;
** სერვისებისა და API-ების ტესტირების ცოდნა და გარჩევის ტექნიკური გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაგებისა და პროგრამებთან მუშაობის დონეზე);
** მისასალმებელია ტესტირების ავტომატიზაციის გადაწყვეტებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ., Test Complete).

აუცილებელი უნარები:

** კომპანიაში არსებული სტანდარტების ადვილი ათვისება;
** ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაციისა და საქმიანი კორესპონდენციის წარმოების უნარი;
** კეთილსინდისიერება და კონფიდენციალურობის დაცვა;
** ინდივიდუალური და დამოუკიდებელი მუშაობა;
** გუნდში მუშაობა და გამოცდილების გაზიარება.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV ფორმა კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@altasoft.ge 2024 წ 11 ოქტომბრამდე. ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატი ამ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე რეზიუმეს გაგზავნით აცხადებს თანხმობას, რომ მისი გადმოგზავნილი მონაცემები, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები, დამუშავდეს და გადამოწმდეს პოზიციასთან მისი კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გარდა ამისა, "ალტა სოფთვეარი" იტოვებს უფლებას, შეინახოს და დაამუშავოს აღნიშნული მონაცემები გადმოგზავნიდან ერთი წლის მანძილზე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |