სახელფასო ადმინისტრირება - Payroll
კურსი ორიენტირებულია იმ ძირითადი ცოდნის გადაცემასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი ორგანიზაციის ფარგლებში სახელფასო ოპერაციების ეფექტური მართვისთვის.
ძირითადი თემები:
** ხელფასების ადმინისტრირების ძირითადი პრინციპები და ეფექტური მართვა
თანამშრომელთა ხელფასების, ბონუსების, დაქვითვებისა და შეღავათების გაანგარიშება
** არსებული კანონებისა და რეგულაციების დაცვა ხელფასების ადმინისტრირების პროცესში (შრომითი კოდექსი, საგადასახადო კოდექსი და დამატებითი ბრძანებები)
** სახელფასო ჩანაწერების მართვა
** ხელფასების გაანგარიშებისათვის საჭირო ექსელის ფორმულების გამოყენება (SUM, IF, VLOOKUP, INDEX & MATCH, XLOOKUP, etc.)
** კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, სწორად და მაღალი სტანდარტით დაგეგმონ და განახორციელონ სახელფასო ადმინისტრირების პროცესი.
ტრენერი: ნათია ივანიაშვილი, გრანთ თორნთონის BPS განყოფილების უფროსი მენეჯერი, Payroll მენეჯერი.
თარიღი: 8 -29 ოქტომბერი.
ხანგრძლივობა: 7 სესია, 14 საათი.
სატრენინგო დღეები: სამშაბათი-ხუთშაბათი.
დრო: 16:00-18:00 სთ.
ღირებულება: 350 ლარი
სარეგისტრაციო ბმული: https://gtacademy.ge/trainings/სახელფასო-ადმინისტრირებ/
ტრენინგი ჩატარდება გრანთ თორნთონ აკადემიაში, მის. ქეთევან წამებულის N54