შპს "ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
კომპანია "ჯითექსი" დაარსდა 2007 წელს და უკვე 15 წელია რაც ბაზარზე ოპერირებს. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, Matalan, OVS, Terranova, Enza home, EnglishHome.
პოზიცია: მოლარე კონსულტანტი
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი, 2 დასვენების დღე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი და ბათუმი.
სმენა: 10:00 - 19:00 სთ; 13:00 - 22:00 სთ.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სალაროს მოწესრიგება (გადადებული ნივთების დახარისხება და დაბინავება; ** საკიდების და სენსორების საწყობში გატანა, პარკების მომარაგება) და ხურდის მომარაგება;
** სალაროსთან განთავსებული აქსესუარების მოწესრიგება/შევსება;
** მომხმარებლის მომსახურება და საქონლის შეძენასთან დაკავშირებული ანგარიშსწორების განხორციელება;
** სალაროს ტერიტორიის პერიოდულად მოწესრიგება და სისუფთავის დაცვა;
** გადაცვლა და გადაცვლების პროგრამაში ასახვა;
** პროდუქციის დაბრუნება და დაბრუნების შემთხვევაში გადამოწმება ყველა აუცილებელი დოკუმენტის;
** სალაროში არსებული თანხის სიზუსტის კონტროლი (ნაღდი/უნაღდო);
** მომხმარებლებისთვის მიმდინარე აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სხვა ფილიალებში ზომების გადამოწმება, საჭიროების შემთხვევაში;
ძირითადი მოთხოვნები:
** საშუალო განათლება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) -ის საშუალო დონეზე ცოდნა
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: vacany@gtex.ge ან შეავსეთ კითხვარი სადაც მიუთითებთ სასურველ ლოკაციას https://shorturl.at/Dm9dC და ელ-ფოსტის გამოგზავნისას სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ შემდეგი დასახელება: "მოლარე კონსულტანტი " და სასურველი ლოკაცია.
წარმატებებს გისურვებთ!
შპს "ჯითექს"- ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჯითექს"-ის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად.
შპს "ჯითექსი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში
გისურვებთ წარმატებებს!