შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაცია "მშობლების თანადგომას" 18+ დღის ცენტრი აცხადებს მიღებას სტაჟიორის პოზიციაზე.
მის: თბილისი, თევდორე მღვდელის ქ.46
სამუშაო საათები მოიცავს კვირაში სამ სამუშაო დღეს 11-14 საათამდე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** დაეხმაროს სპეცპედაგოგს და მონაწილეობა მიიღოს დღის ცენტრის ყველა აქტივობების განხორციელების პროცესში;
** ბენეფიციარის ინდივიდუალური გეგმის შედგენასა და განხორციელებაში ჩართულობა;
** ჯგუფური აქტივობების დაგეგმა და განხორციელებაში ჩართულობა;
** ბენეფიციარების ინდივიდუალურად დახმარება საჭიროების შემთხვევაში;
** შშმ 18 წელს ზემოთ ბენეფიციარების გამოყენებითი ხელოვნება და შრომითი საქმიანობის აქტივობაში ჩართულობა;
** გუნდური მუშაობა, თანამშრომლობა;
** დაიცვას ორგანიზაციის შინაგანაწესი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ბაკალავრი, (ან სტუდენტი ფსიქოლოგის, ოკუპაციური თერაპიის, სოცმუშაკის სპეციალობით) განათლება; სასურველია ქონდეს შემოქმედებითი უნარი (კერვა, თექაზე მუშობა, ხატვა და აშ...) შერჩევით ეტაპზე უპირატესობა მიენიჭება ამ უნარების მქონე კადრს!
მოთხოვნები სპეციფიკური და პიროვნული უნარების მიმართ:
** სოციალურ სფეროში მუშაობის გამოკვეთილი ინტერესი;
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა;
** დატვირთულობის/დაძაბულობისა და კრიტიკის მიღების უნარი;
** კეთილსინდისიერება/სანდოობა;
** მოქნილობა, გამძლეობა (სტრესის დაძლევის უნარი);
** სხვების დახმარებაზე ორიენტაცია;
** კომუნიკაბელურობა, ინიციატივა;
** ადაპტაციის უნარი.
** პუნქტუალობა
შერჩევის პროცედურა:
1 ეტაპი - CV-ის განხილვა;
2 ეტაპი - გასაუბრება;
გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: natiakikvadze52@gmail.com. ელფოსტის "subject" ველში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 29 ოქტომბერი, 2024.